logo
ENG



რუსეთის აგერესიის გამართლებისთვის უკრაინაში მიტროპოლიტს 5 წელი მიუსაჯეს

08 აგვ 202309:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/08/kg8on7z8tpe66dm.jpeg

ქალაქ ვინიციას სასამართლომ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) მიტროპოლიტ იონათანს რუსეთის აგრესიის გამართლებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების თანახმად, იონათანი მრევლს შორის პრორუსულ ბუკლეტებს ავრცელებდა, ეპარქიის საიტზე კი გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოსკოვის საპატრიარქოს პირველობაზე საუბრობდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამართლებდა.

სასამართლომ სასულიერო პირი ჯამში ოთხ მუხლში ცნო დამნაშავედ: ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა; კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი ცვლილების ან დამხობისკენ მიმართული ქმედებები; უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის უარყოფა; მოქალაქეების რელიგიური თანასწორობის დარღვევა.

ტულჩისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი ეპარქიის პირველი მოქმედი ხელმძღვანელია, რომელსაც უკრაინული მთავრობასა და უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის დაპირისპირების ფონზე რეალური სასჯელი მიესაჯა.

უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო) ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაცია უკრაინაში, ავტოკეფალიურ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად. ომის დაწყებამდე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია ეწოდებოდა. შემდგომში მან "დამოუკიდებლობა" გამოაცხადა მოსკოვის საპატრიარქოსგან, თუმცაღა ეს დამოუკიდებლობა იურიდიულად არაა გაფორმებული. უკრაინის ხელისუფლება თვლის, რომ აღნიშნული ეკლესიის რიგი მღვდლები და იერარქები პრორუსულ პოზიციას იკავებენ და მათ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ადანაშაულებს.


close დახურვა