logo
ENG



Yandex-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დავიწყეთ - PDPS

09 აგვ 202315:23
3 წუთის საკითხავი
 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის (PDPS) ცნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ს მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყეს.

სამსახურის ცნობით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობებენ.

"ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ  ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის." - წერია განცხადებაში.

დამოუკიდებელი რუსული მედიის, Meduza-ს ცნობით, სექტემბრიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) რუსული კომპანიის, Yandex-ის ტაქსის სერვისების მონაცემთა ბაზებზე სრული წვდომა ექნება.

განკარგულების მიხედვით, რომელსაც რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა უკვე მოაწერა ხელი, 1-ელი სექტემბრიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს სრული წვდომა ექნება Yandex-ის ბაზებზე (ადრე ასეთი მონაცემები მოწოდებული იყო მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე).


close დახურვა