logo
ENG



"ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის" - უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართება

18 აგვ 202314:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/18/c6d5r6yfhg0jjys.jpg

"ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის" – უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა 24 აგვისტოს, 20:00 საათზე შევჩენკოს ძეგლიდან დაიწყება და პარლამენტის წინ დასრულდება.

ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოში მყოფი უკრაინელი აქტივისტები არიან.

"უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, თბილისში უკრაინელებისა და უკრაინელი მეგობრების მსვლელობა გაიმართება . შევჩენკოს ძეგლიდან (ილია ჭავჭავაძის გამზირი, 2) მოედნამდე საქართველოს პარლამენტის წინ.

19:30-20:00- მონაწილეთა შეკრება ტარას შევჩენკოს ძეგლის მიმდებარე მოედანზე; 20:00-20:40 – მსვლელობა გამზირის გასწვრივ საქართველოს პარლამენტის წინ მოედნის მიმართულებით; 20:40-21:00 –აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან.

იბრძოლეთ - გაიმარჯვებთ! თქვენ ღმერთი გეხმარებათ! თქვენთან არის ჭეშმარიტება, თქვენთან არის დიდება და ნება წმინდაა! შევჩენკოს ეს სიტყვები ოქროს ძაფია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ისტორიაში. ჩვენ თქვენთან ერთად ყველაზე უკეთ ვიცით ამ თავისუფლების ფასი, რომლისთვისაც ახლა გვერდიგვერდ ვიბრძვით. და ამ დღეს გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის, ყოველ ხმამაღლა წარმოთქმულ ფრაზისთვის "დიდება უკრაინას", ყოველი ყვითელ-ლურჯი დროშისთვის თქვენი ქვეყნის ქუჩებში და ყოველი ლარისთვის, რომელსაც თქვენ შემოწირავთ უკრაინის მხარდასაჭერად.

ჩვენ კვლავაც გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და დახმარება! ჩვენ ერთად აუცილებლად დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტერს! ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა