კომპანია GWP-ის განცხადებით, 18 აგვისტოს 14:00 საათიდან 19 აგვისტოს 09:00 საათამდე თბილისის ნაწილს წყალი შეუწყდება.
შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:
სამგორის რაიონი: იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას, ცისკარას (გურჯიევის), ოდიშელიძის და ფრისის, ქუჩებს;
ნავთლუღის მე-2 დასახლებაში: რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და მეტრეველის ქუჩებს; ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს;
სოფლებს: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს, ფოლადაანთკარს.
კრწანისის რაიონი: ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს.
სოფლებს: ფონიჭალას და ჭალას, თელეთს, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.