logo
ENG



Eurowings ბერლინიდან თბილისში პირდაპირ ფრენებს იწყებს

20 აგვ 202315:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/20/rswe5gtlrad4f5t.jpg

დაბალბიუჯეტიანი გერმანული ავიაკომპანია Eurowings დეკემბრიდან ბერლინი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

ავიაკომპანიის საიტზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, ფრენები 18 დეკემბერს დაიწყება და კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს შესრულდება. ერთი გზის ბილეთი 130 ევროდან იწყება. 

ფორმულა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საქართველოდან ბერლინში პირდაპირ ფრენებს ამ დროისთვის ორი ავიაკომპანია ასრულებს - თბილისიდან Georgian Airways და ქუთაისიდან Wizz Air.


close დახურვა