logo
ENG



ოცნების დეპუტატი King David-ის გვერდით 40-სართულიანი კომპლექსის აშენების ნებართვას ითხოვს

22 აგვ 202312:35
3 წუთის საკითხავი
 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის კომპანია საბურთალოზე 40-სართულიანი ცათამბჯენის აშენების ნებართვას ითხოვს.

ცათამბჯენი ალექსიძის ქუჩაზე, King David-ის კომპლექსის გვერდით უნდა განთავსდეს და მასზე რვა სართულით მაღალი იქნება.

თბილისის გენგეგმით, ამ ადგილზე მსგავსი ტიპის მრავალსართულიანი კომპლექსის აშენება აკრძალულია. გუშინ ენუქიძის კომპანიამ საკრებულოს მიმართა თხოვნით, ამ ადგილს შეეცვალოს მინიჭებული ზონა და ტერიტორიაზე ცათამბჯენის აშენება შეძლონ, რომელსაც სასტუმროს სტატუსი ექნება.

ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საკრებულომ ზონის ცვლილებას მხარი არ უნდა დაუჭირონ.

"ლოზუნგები სამშენებლო პროცესის მოწესრიგების შესახებ, კოეფიციენტების გაზრდის აკრძალვის შესახებ, სარეკრეაციო ზონის დაცვის შესახებ აღმოჩნდა ძალიან მტკნარი ტყუილი, ისეთი როგორსაც არაერთს ამბობს კონკრეტულად კალაძე. ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში, პოლიტიკური კორუფციული ინტერესების გამო გაზრდილია კოეფიციენტი 6,6-მდე. ახლა სარეკრეაციო ზონა შეიცვლება და მიეცემა მშენებლობის უფლება ოცნების დეპუტატს, ანუ რეალურად ის შეზღუდვები, რაზეც კალაზე საუბრობდა იქცა მხოლოდ და მხოლოდ კორუფციის წყაროდ"- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ენუქიძის კომპანიის პროექტს სხვა პროექტებთან ერთად პარასკევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხლავენ.

ფორმულამ მოიპოვა ფოტოები, როგორი იქნება კომპლექსი: 

 


close დახურვა