logo
ENG



ბათუმში 3 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

22 აგვ 202319:58
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში 3 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ბათუმში, ასათიანის ჩიხში სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 22 აგვისტოს მოხდა.

როგორც ცნობილია, დაჭრილია მამა და ორი შვილი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი.

შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე ერთ-ერთ სახელოსნოსთან მოხდა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფორმულა დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.


close დახურვა