logo
ENG



უკრაინის 6 მოქალაქე, რომლებიც 17 აგვისტოდან ბუფერულ ზონაში იყვნენ, ქვეყანაში შემოუშვეს

27 აგვ 202322:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/27/fjt6u0lgoxo7nvt.jpg

უკრაინის 6 მოქალაქე, რომლებიც 17 აგვისტოდან ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, ბუფერულ ზონაში იყვნენ, ქვეყანაში შემოუშვეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გარდა ამისა, ქვეყანაში შემოშვება ერთ-ერთმა მათგანმა ფორმულას დაუდასტრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ქვეყანაში შემოშვება ამიტომ გადაწყვიტეს.

უწყების განცხადება:

"როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყინებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები.

ქართული მხარე ამ ხნის განმალობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას.

იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეყილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამის პროცედურების დასრულებას".

უკრაინელების საქართველოში არშემოშვებაზე ინფორმაცია ნოვაია გაზეტამ 23 აგვისტოს გაავრცელა. მათი ცნობით, ისინი ყოფილი ტყვეები არიან, რომლებიც რუსებმა ხერსონიდან გაიტაცეს.

მათივე ინფორმაციით, მესაზღვრეებმა არ განმარტეს კონკრეტული მიზეზი, რატომ არ უშვებდნენ მათ საქართველოში.


close დახურვა