logo
ENG



რუსეთში FSB-ს ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 3 ადამიანი

29 აგვ 202316:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/29/cn0jdtzvnt1liot.jpg

რუსეთში ჩელიაბინსკის ოლქში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) კუთვნილი ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იყო და ყველა მათგანი დაიღუპა. Mi-8 საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.

RIA Novosty-ს ინფორმაციით, კატასტროფის სავარაუდო მიზეზი ტექნიკის გაუმართაობა გახდა. ამავე დროს Mash წერს, რომ ცუდი ხილვადობის პირობებში ვერტმფრენი შესაძლოა მაღალი ძაბვის სადენებს გამოედო.


close დახურვა