logo
ENG



კრემლში ამბობენ, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი შესაძლოა განზრახ ჩამოაგდეს

30 აგვ 202318:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/30/0pc5luznqvvxv7a.jpg

კრემლში განაცხადეს, რომ გამოძიება განიხილავს ვერსიას, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდეს. ეს პირველი განცხადებაა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ პრიგოჟინი შესაძლოა მოკლეს.

"აშკარაა, რომ განიხილება სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის ვერსია - იცით, რაზე ვსაუბრობთ - ვთქვათ, მიზანმიმართულ დანაშაული", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან.

კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა კატასტროფის გამოძიებაში საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ ჯერ რუსეთში გამოძიებას დასკვნები არ გაუკეთებია.

კერძო თვითმფრინავი Embraer, რომელზეც ვაგნერის დამფუძნებელი იმყოფებოდა და მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, 23 აგვისტოს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და ვაგნერის მეთაურები. მგზავრებს შორის იყვნენ ვალერი ჩეკალოვი, ვაგნერის მეთაური დმიტრი უტკინი, დაცვის თანამშრომლები სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი და ნიკოლა მატუსეევი, ასევე სამოქალაქო მფრინავები და ბორტგამცილებელი.

ამ დრომდე კატასტროფის მიზეზი უცნობია.

თვითმფრინავი ჩამოვარდა ზუსტად ორ თვეში მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინი აჯანყდა.

მეორე დღეს, პუტინმა მწუხარება გამოთქვა პრიგოჟინის დაღუპის გამო და ოჯახს მიუსამძიმრა.

კრემლი "აბსოლუტურ ტყუილს" უწოდებს ყველა განცხადებას, რომ პრიგოჟინი პუტინის დავალებით მოკლეს.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვე გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.


close დახურვა