logo
ENG



ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

03 სექ 202312:07
3 წუთის საკითხავი
 

ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს 15-მდე ადამიანი აქციის დაწყებამდე დაესხა თავს.

პარტიაში ამბობენ, რომ თქმით ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. ოპოზიციამ ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა.

"ჩამოვედით ჩოხატაურში იმისთვის, რომ ჩიგოგიძის დავალებით ნოდარ დუმბაძის სკვერი იყიდება და გვინდოდა, საინფორმაციო ფლაერები დაგვერიგებინა მოსახლეობისთვის. ჩიგოგიძემ დაგვახვედრა საკუთარი სამეგობრო, კრიმინალები და ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ. ეს არის ქართული ოცნების სახე და მათი მიდგომა იმაზე, თუ როგორ უნდა გადაჭრან პრობლემა"- ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი.

ჩოხატაურში ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი იყიდება, სადაც სამომავლოდ მშენებლობა იგეგმება.


close დახურვა