logo
ENG



კულაში აცხადებენ, რომ რუსულწარწერიან შეფუთვას შეცვლიან

04 სექ 202313:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/04/w798veefwh7ug63.png

საზოგადოების პროტესტის შემდეგ კომპანია კულაში აცხადებენ, რომ რუსულწარწერიან შეფუთვას შეცვლიან. ამის შესახებ ფორმულას კომპანიის დირექტორმა ვანო გოგლიძემ უთხრა.

ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში მომხმარებლები დებენ ფოტოებს, რომელშიც ჩანს, რომ კულას წვენებზე წარწერა რუსულად არის დატანილი.

კომპანიის დირექტორმა ფორმულასთან თქვა, რომ შეფუთვას ოთხივე მხარეს სხვადასხვა ენაზე აქვს წარწერა

"რუსული არ არის, ეს არის კირილიცა, რომელსაც იყენებს 14 ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, უკრაინა, ყაზახეთი, მოლდოვა, სერბეთი, რუმინეთი, ამ დამწერლობას ყველა იყენებს და ჩვენ ამ ქვეყნებში ვაგზავნით პროდუქციას", - ამბობს გოგლიძე.

მისი თქმით, კომპანიას ეს შეფუთვა 2014 წლიდან აქვს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ წვენები რუსეთში ექსპორტზე არ გადის.

"ეს წვენი ამ შეფუთვით არასდროს გასულა რუსეთში, მაგაშიც ვერ ვხედავთ პრობლემას რომ გასულიყო, მაგრამ არ გაგვიტანია", - თქვა მან.


close დახურვა