logo
ENG



ჯაფარიძე გაერთიანებაზე: ეს არაა ორი პარტიის შერწყმა და ერთის შექმნა, ეს არის თანამშრომლობა

06 სექ 202321:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/06/4h20f2yevgkbsil.png

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ დროასთან საარჩევნო გაერთიანება არ გულისხმობს მათ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას - მისი თქმით, ეს იქნება უბრალოდ თანამშრომლობა და შეთანხმება. ამის შესახებ ჯაფარიძემ ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა.

"ეს არ არის ორი პარტიის შერწყმა და ერთი პარტიის შექმნა, ეს არის უბრალოდ თანამშრომლობა, შეთანხმება. ერთი სიით გავალთ და თანამშრომლობასაც გავაგრძელებთ, თუმცა ორივე პარტია თავის იდენტობას შეინარჩუნებს და როგორც ჩვენთვის არის გირჩი - მეტი თავისუფლება მნიშვნელოვანი, ისეა დროასთვის დროა მნიშვნელოვანი", - აღნიშნა მან.

ცოტა ხნის წინ კი ჯაფარიძემ განმარტა მათი გაერთიანება და განაცხადა, რომ ორი პარტიის წარმომადგენლებს ხედვებში სრული თანხვედრა აქვთ. მანვე ისაუბრა სხვა პარტიებთან თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე აქვს პასუხები გასაცემი, ხოლო ენმ იმ ფორმით უნდა გავიდეს, რა ფორმითაც ახლაა წარმოდგენილი.

დღეს პარტიებმა გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. ისინი აქამდე სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად თანამშრომლობდნენ - სტრატეგია აღმაშენებელი საარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანდა.


close დახურვა