logo
ENG



ბოტკოველი დასეტყვილ სოფლებზე: ანაზღაურდეს ხელისუფლების კორუფციის გამო მიღებული ზიანი

18 სექ 202311:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/18/9mkujdmb1qh6byl.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ის რაც გუშინ საღამოს კახეთში მოხდა, არა სტიქია, არამედ ტრაგედიაა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თანხა, რომელიც ხელისუფლებამ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში გადაიხადა, გაფლანგულია. 

"100%-ით განადგურებულია, როგორც მოსავალი, ისე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. გუშინდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის 20 მილიონი ლარი, რომელიც გადახდილი იქნა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში, არის გაფლანგული და არის მოპარული და ყოველდღიურად აღნიშნული დანადგარების შენახვა არის წყალში გადაყრილი ფული", - თქვა მან ბრიფინგზე. 

ბოტკოველი აღნიშნავს, რომ დღეს 2 საათზე, ტრადიციულად, მთავრობის სხდომა უნდა ჩატარებულიყო, სადაც დაზარალებულ ადამიანებს გასცემდნენ პასუხს, თუმცა არც ჩანიშნეს.

"სასწრაფოდ ვითხოვთ რეაგირებას. იმოქმედოს ხელისუფლებამ და ანაზღაურებული იქნას ის ზიანი, რომელიც ხელისუფლების კორუფციული საქმიანობის და დანაშაულის გამო მიიღო ხალხმა ზარალი", - აცხადებს ბოტკოველი. 

გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად კახეთის სამი მუნიციპალიტეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის სოფლები დასეტყვილი, მოსავალი კი განადგურებულია. 


close დახურვა