logo
ENG



პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

20 სექ 202313:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/mgabak2v7cdl4lf.png

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ჯერ კიდევ პლენარულ სხდომათა დარბაზში დაიწყო, სადაც ოპოზიციის წევრებმა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ოპოზიციის წევრებმა დარბაზი დატოვეს, სხდომა კი გაგრძელდა.

სხდომათა დარბახში ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის რამდენიმე წევრს "აგენტები" უწოდა. ოპოზიცია ითხოვდა, რომ დღეს პარლამენტში ოთარ ფარცხალაძის საკითხთან დაკავშირებით დებატები გამართულიყო. თუმცა პარლამენტის თავმდჯომარემ განაცხადა, სხდომის დღის წესრიგი უკვე დამტკიცებულია

დაპირისპირება გაგრძელდა სასესიო დარბაზთან. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტრიბუნასთან იდგა, როდესაც მას ენმ-ს წევრი ანა წითლიძე მიუახლოვდა "რუსეთის ჯაშუში" უწოდა. მოგვიანებით, დარბაზიდან გამოვიდნენ უმრავლესობის დეპუტატები.

სესიის დარბაზთან ხელჩართული ჩხუბია.

ჩხუბის პარალელურად პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ.

აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყოფილ მთავარ პროკურორს ანგარშები გაუყინა. თუმცა მეორე დღეს ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას.


close დახურვა