logo
ENG



რექტორის თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, რომელსაც 40 დღის წინ სცემეს, გარდაიცვალა

21 სექ 202316:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/21/dw88zb971q03cun.jpeg

გუშინ, 20 სექტემბერს გარდაიცვალა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, 65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელიც ამავე უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, დაახლოებით 40 დღის წინ სცემეს. ამის შესახებ მან მთავარ არხთან ისაუბრა.

როგორც დავით გურგენიძე ამბობს, დაახლოებით 40 დღის წინ პროფესორი დაიკარგა, რამდენიმე საათში კი ქვემო ქართლში მძიმე მოტეხილობებით იპოვეს.

"გაუკეთდა ოპერაცია რუსთავში, შემდეგ გადმოყვანილი იყო საუნივერსიტეტო კლინიკაში. გარდაიცვალა გუშინ დილას. ის გარდაიცვალა ცემის შედეგად მიყენებული [დაზიანებებით]", - აცხადებს ის.

გარდა ამისა, რექტორის თქმითვე, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, მეორეს კი ეძებენ. მისივე ინფორმაციით, ის საზღვარგარეთაა მიმალული. ასევე, საუბრობს იმაზეც, რომ მომხდარი არა პროფესორის აკადემიურ ან სამეცნიერო საქმიანობას, არამედ "შესაძლოა, ერთ ბიზნეს უკავშირდება, რომელსაც გამოძიება დაადგენს". გურგენიძე დასძენს, რომ გამოძიების მთავარი ვერსიაც ესაა. 

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. 


close დახურვა