logo
ENG



სომხეთმა მთიანი ყარაბაღიდან 100 417 ადამიანი მიიღო

30 სექ 202317:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/30/v4h6zto2ga1je3e.png

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია 100 417-მა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა, რაც რეგიონის მოსახლეობის 80%-ზე მეტს შეადგენს. ინფორმაციას სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივანი ავრცელებს.

დღევანდელი დღის მონაცემებით, ამ ადამიანებმა სომხეთის საზღვარი უკვე გადაკვეთეს.

2015 წლის მოსახლეობის აღწერით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 145 000 ადამიანი ცხოვრობდა, თითქმის ყველა - ეთნიკურად სომეხი.

ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის მასობრივი გამგზავრება მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა იქ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბაქომ პროსომხური ძალები ტერორისტულ თავდასხმებსა და აზერბაიჯანული პოზიციების რეგულარულ დაბომბვაში დაადანაშაულა. ერთი დღის შემდეგ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბაქოს პირობებით კაპიტულაცია გამოაცხადა.

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. "განკარგულებას" ხელი ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.


close დახურვა