ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა. ინფორმაცია ბორელის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა. ბორელის ვიზიტი ოდესაში არ იყო დაგეგმილი.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კომენტარი ოდესის ფერისცვალების ტაძარში ჩაწერა. მან სოლიდარობა გამოუცხადა ისტორიულ ქალაქს და მწუხარება გამოთქვა, რომ ის რუსეთის აგრესიის მუდმივი სამიზნეა.
ზაფხულში, რუსული თავდასხმის შედეგად ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა.