logo
ENG



ჯაფარიძე ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე: ფრონტის ხაზის აფხაზეთში გადმოტანის მცდელობაა

05 ოქტ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock 1164

"ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში საომარი მოქმედების გადმოტანის მცდელობა, ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობა აფხაზეთში", - ასე ეხმაურება ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას. 

მისი თქმით, ეს ბაზა გამოყენებული იქნება რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად, რომლებიც დღე სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკის პორტებში დატყმის ქვეშ იმყოფება. 

"ეს გემები ატარებენ ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც ყოველდღიურად უშენენ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. შესაბამისად, ეს გემები წარმოადგენენ უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს და აქედან გამომდინარე, ამ ბაზის მშენებლობა არის პირდაპირი მცდელობა, მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა აფხაზეთში. მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში, წინ აღუდგნენ ამ მცდელობას, რამდენადაც ეს დიდ საფრთახეს უქმნის მათ უსაფრთხოებას, დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს", - აცხადებს ის. 

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".


close დახურვა