logo
ENG



ფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია კრწანისში მრავალფუნცქიურ კომპლექსს აშენებს

06 ოქტ 202317:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/06/dgq1eroiq9qw1uo.jpg

ევროპელი სოციალისტების დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია კრწანისში, სადაც ადრე სამთავრობო ავტოსადგომი მდებარეობდა, 98,3-მეტრიან კომპლექსს აშენებს. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი 2019 წელს არის შეთანხმებული. 

ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა კომერსანტმა გაავრცელა. 

კრწანისში, გორგასლის შესახვევ #5-ში, 17 313კვ.მ. მიწის ფართობზე 28-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: სასტუმრო; საცხოვრებელი და აღნიშნული სახეობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დამხმარე ობიექტების განვითარება, მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტების და სპორტულ გამაჯანსაღებელი ფუნქციების ორგანიზება; ასევე გათვალისწინებულია საპროექტო არეალში მდებარე სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა გაჯანსაღება.

ფართის მფლობელი შპს სისტემ ნეტია, რომლის დირექტორიც ფრიდონ ინჯიას შვილი, ილია ინჯიაა. ის კომპანიის წილების 24,7% ფლობს. კომპანიის მეწილეა თვითონ დეპუტატიც (15%) და მისი ცოლი, ლალი რუხაია (5,9%).

2023 წლის იანვრის დოკუმენტების თანახმად, ტერიტორიაზე მშნებლობა მიმდინარეობს.


close დახურვა