logo
ENG



ისრაელის ძალებმა სამხედროების მობილიზება დაიწყეს - მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ

07 ოქტ 202310:56
3 წუთის საკითხავი
 
AP Photo/Tsafrir Abayov

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედროების მობილიზება დაიწყეს, როგორც საერთაშორისო მედიები წერენ, გამოცხადებულია "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, ხოლო მომხდარზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფებამ ჰამასმა აიღო.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ რომ ჰამასის წევრები ღაზას სექტორთან მდებარე სდეროტში შეიჭრნენ. მათი თქმით, გენერალური შტაბის უფროსი "სიტუაციას აფასებს" და რომ ჰამასი პასუხს აგებს ამ მოვლენების გამო. ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორთან მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ.

როგორც ცნობილია, შეტაკებების შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო 15 დაშავდა. ამასთან, გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 5 000-ზე მეტი რაკეტა ისროლა.


close დახურვა