logo
ENG



ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს

07 ოქტ 202310:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/34wy9b31wagql9p.jpg

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. როგორც ცნობილია, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო 15 დაშავდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ რომ ჰამასის წევრები ღაზას სექტოთან მდებარე სდეროტში შეიჭრნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენერალური შტაბის უფროსი "სიტუაციას აფასებს" და რომ ჰამასი პასუხს აგებს ამ მოვლენების გამო.

ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორთან მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ.

The Guardian წერს, რომ ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა იერუსალიმის მეჩეთის ალ-აკსას გასათავისუფლებლად ახალი ოპერაციის დაწყება გამოაცხადა, სადაც ბოლო რამდენიმე კვირაში ებრაული დღესასწაულების გამო ებრაელი სტუმრების რაოდენობა გაიზარდა.

"ჩვენ გავაფრთხილეთ მტერი, შეეწყვიტა აგრესია მეჩეთის წინააღმდეგ... უპასუხო მტრული აგრესიის ეპოქა დასრულდა. მოვუწოდებ პალესტინელებს დასავლეთ სანაპიროზე და მწვანე ხაზის გასწვრივ შეუზღუდავი თავდასხმა დაიწყონ. ქუჩებში გაიარეთ. მსოფლიოს მუსლიმებს მოვუწოდებ, დაიწყეთ თავდასხმა", - განაცხადა მან.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 


close დახურვა