logo
ENG



15 წლის ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა - 1 კვირის წინ მას მანქანა დაეჯახა

09 ოქტ 202313:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/09/efcdjdv50oaiclc.jpg

15 წლის ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა. 

1 კვირის წინ მას ველოსიპედით სეირნობისას მანქანა დაეჯახა, ამ დრომდე კი კომაში იყო.

სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსის დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე ამბები.ჯი-სთან აცხადებს, რომ გვიდანს მანქანა სოფელ გამარჯვებაში დაეჯახა.

"[მანქანა] დაეჯახა გა­მარ­ჯვე­ბა­ში, რო­გორც ვიცი, იქ ჰქონ­დათ სახ­ლი, გა­მო­ვი­და ში­ნი­დან, ვე­ლო­სი­პე­დით უნდა ესე­ირ­ნა. და­ე­ჯა­ხა ვი­ღაც ნას­ვა­მი, 15 მეტრზე გა­და­აგ­დო ბავ­შვი. ძა­ლი­ან უყო­ჩა­ღია სას­წრა­ფოს, ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­ვიდ­ნენ. პირ­ვე­ლი­ვე კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს, და­ლე­წი­ლი, დამ­ტვრე­უ­ლი იყო ბავ­შვი, ტრე­პა­ნა­ცი­აც კი გა­უ­კე­თეს. შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. რო­გორ იმე­დი გვქონ­და, რომ გა­მო­ვი­დო­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, არა­ფე­რი და­აკ­ლეს, მაგ­რამ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და. მთე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო ფეხ­ზე იდგა", - ყვება ჩხეიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მანქანის მძღოლი დაკავებულია.


close დახურვა