logo
ENG



ჰამბურგის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

09 ოქტ 202317:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/09/u8ej029awh8gc80.png

ჰამბურგის აეროპორტმა მუშაობა განაახლა. აეროპორტი დაახლოებით ნახევარი საათით დაიხურა, მიზეზი ირანის დედაქალაქ თეირანის თვითმფრინავზე თავდასხმის საფრთხე იყო.

აეროპორტში ფედერალური პოლიციის ღონისძიებები მიმდინარეობდა. სხვა დეტალები უცნობია.

აეროპორტში აცხადებენ, რომ ფრენების მიღება აღდგენილია, თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე რეისი შეფერხდეს.


close დახურვა