logo
ENG



კახეთში 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

10 ოქტ 202308:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/10/7224hc1bvatej17.jpg

კახეთში, სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების მსხვერპლის მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. ქმარი, 27 წლის კაცი დააკავეს. გოგო 14 წლის იყო. 

როგორც დაღუპულის დედა ყვება, მისი შვილი გაიტაცეს ქორწინების მიზნით და კაცი ოჯახს მოკვლით ემუქრებოდა, თუ მის წაყვანას მოინდომებდნენ. მისივე თქმით, გოგოს არ სურდა იძულებით ქორწინება, რის გამოც მოკლეს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. 


close დახურვა