საქართველოში ირანის საელჩო ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება და მას "სრულიად ლეგიტიმურს" უწოდებს.
საელჩოს მტკიცებით, პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობის ბოლო გადაწყვეტილებები და ქმედებები თვითგამორკვევის ძირითად პრინციპს ეფუძნება და არის პასუხი ისრაელის რეჟიმის 70-წლიან მჩაგვრელ ოკუპაციასა და უამრავ დანაშაულზე.
"ირანი სოლიდარობას უცხადებს პალესტინელებს, რომლებიც ესწრაფვიან საკუთარ უფლებათა აღდგენას, თუმცა, არ ერევა პალესტინელთა ქმედებებში. პალესტინელები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორი პასუხი გასცენ ოკუპაციასა და სიონისტთა დანაშაულებს.
არის მოლოდინი, რომ საქართველო, რომელიც ყოველთვის გმობს ოკუპაციას, გვერდში დაუდგება პალესტინელ ხალხს და მის ძალისხმევას, დაასრულოს თავისი მიწის ოკუპაცია და მიაღწიოს თავისუფლებასა და სამართლიანობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიონისტური რეჟიმის დასწრება ნებისმიერ ქვეყანასა და რეგიონში ვერ შექმნის იქ უსაფრთხოებას და სარგებელს არ მოუტანს ამ ქვეყნებისა და რეგიონების მთავრობებსა და ერებს", - ნათქვამია განცხადებაში.