logo
ENG



ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა

18 ოქტ 202308:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/18/ls1pyn7d98urz6v.jpg

18 ოქტომბრის ღამეს ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანია დაიღუპა. 

დაშავებულია 4 ადამიანი, ხოლო 3 დაკარგულად ითვლება. ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. დაზიანდა ქალაქის ცენტრში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. 

ზაპოროჟიეს რეგიონული-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ცნობით, შენობის ევაკუაცია განხორციელდა და მოსახლეობა შედარებით უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. 


close დახურვა