logo
ENG



ისრაელი ადასტურებს, რომ ჰამასმა ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა

20 ოქტ 202322:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/20/sg0xem6ux1ogrft.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის ინფორმაციით, ჰამასმა ორი მძევალი გაათავისუფლა. საუბარია აშშ-ის მოქალაქეებზე - ჯუდიტ ტაი რაანანსა და მის 17 წლის შვილზე, ნატალი რაანანზე, რომლებიც 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს გაიტაცეს.

დედა-შვილი ჩიკაგოდან არიან და ნაჰალ ოზის კიბუცში ნათესავებთან სტუმრად იყვნენ, როდესაც მათ ჰამასი დაესხა თავს.

პრემიერის ოფისის განცხადებით, ისინი საზღვარზე გადაიყვანეს და ამჟამად ოჯახთან შესახვედრად ისრაელის სამხედრო ბაზაზე მიდიან.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 200-250 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები. 


close დახურვა