logo
ENG



გამარჯვების პლატფორმის ლიდერები აშშ-ში შეხვედრებს გამართავენ

23 ოქტ 202313:50
3 წუთის საკითხავი
clock 412
2023/10/23/5m12tjax255ktvd.jpg

გამარჯვების პლატფორმის ლიდერები ნაციონალური მოძრაობიდან და სტრატეგია აღმაშენებელიდან აშშ-ში შეხვედრებს გამართავენ.

გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო - ასათიანი კონგრესის, სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წევრებს შეხვდებიან. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და კანდიდატის სტატუსი იქნება.

გიორგი ვაშაძის თქმით, აშშ-ში ქართველი ხალხის ინტერესებს კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენენ და ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და სხვა:

"როცა ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველო რუსეთისკენ შეატრიალოს, ჩვენი ვალდებულებაა, ქართველი ხალხის ხმა ჩავიტანოთ, რომ საქართველოს მეტი ურთიერთობა სჭირდება ამერიკასთან.

ვისაუბრებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, სავიზო რეჟიმებთან დაკავშირებით - საიმიგრაციო საკითხებზე და რაც მთავარია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, საქართველოს უსაფრთხოება და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

აი, ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენ გვჭირდება ძლიერი საქართველოსთვის უფრო სიღრმისეული პარტნიორობა აშშ-სთნ", - თქვა ვაშაძემ.


close დახურვა