logo
ENG



9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 72 წლის კაცი დააკავეს

12 ოქტ 202019:45
3 წუთის საკითხავი
 
9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 72 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1948 წელს დაბადებული პირი გარყვნილი ქმედების ბრალდებით იმერეთში დააკავეს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა