logo
ENG



9 მაისის აღლუმი მოსკოვში გაურკვეველი ვადით გადაიდო

17 აპრ 202010:12
3 წუთის საკითხავი
 

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული მასშტაბური ღონისძიება მოსკოვში არ გაიმართება. გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო ვლადიმერ პუტინმა მიიღო.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი მოგვიანებით ჩატარდება. ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში პანდემიას მთლიანობაში 232 ადამიანი ემსხვერპლა. დაინფიცირებულთა შემთხვევებმა კი 30 ათასს მიაღწია. 


close დახურვა