გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბერლინში, 9 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე რუსული დროშების, სამხედრო ფორმის, V ან Z ასოების შემცველი გამოსახულებების მქონე პლაკატები და კრემლის სხვა სიმბოლოები აკრძალული იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Zeit ავრცელებს.
ცნობილია, რომ 8-9 მაისს ბერლინში მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. მათ შორის ყვავილებს მიიტანენ საბჭოთა მემორიალებზე. ღონისძიებები ჩატარდება ბრანდერბურგის კარიბჭესა და სამთავრობო კვარტალშიც.
გამოცემა ასევე წერს, რომ წელს აიკრძალება რუსული სამხედრო მარშები და სიმღერები.
ასევე აკრძალულია რუსული სამხედრო ლაშქრობები და სიმღერები.
პარალელურად სამთავრობო კვარტალში უკრაინის მხარდამჭერი აქცია დაანონსდა - "მშვიდობა ევროპას! შორს რუსი ჯარისკაცები უკრაინისგან."