logo
ENG



9 ნოემბრიდან დიდი ქალაქების კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები დაიხურება

07 ნოე 202014:22
3 წუთის საკითხავი
 
lexqdcyjjutqqy5.jpg

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში როგორც საჯარო, ასევე, კერძო საბავშვო ბაღები დაიხურება. 

"ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში იქნება შეჩერებული როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება და იგივე ქალაქებში მუნიციპალიტეტებთან უკვე აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათ მიერ იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული ", — თქვა ცქიტიშვილმა.

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდი ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილებაც.


close დახურვა