logo
ENG

ცქიტიშვილი: 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება

07 ნოე 202014:07
3 წუთის საკითხავი
clock 5945

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდი ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.

ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს გავრცელება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე

"ეს არ ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში მუნიციპალუტი ტრანსპორტის გადაადგილება იქნება შეზღუდული. ჩვენ ვლაპარაკობთ ნაკლები ადამიანის გადადგილებაზე სატრანსპორტო საშუალებებში". - თქვა მან.  

შეზღუდვის დამრღვევი 2000 ლარით დაჯარიმდება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება: 

- საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;

- ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის  სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე;

ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები;

close დახურვა