logo
ENG



9 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - სია

09 სექ 202100:02
3 წუთის საკითხავი
 
9 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - სია

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას  თელასი ავრცელებს.

ისნის და სამგორის რაიონებში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსისის გამზირის, მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, ბოლნისის, მანავის, დირსიჭალის, ჩკალოვის, აბრამიშვილის, ლობჟანიძის, მალხაზის, იუნკერთა, მიკოლა ბაჟანის, სოლომონ დოდაშვილის, სახალხოს, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, აჰმად ჯავადის, სამგორის, გიორგი ნადარეიშვილის, მეველეს, აბუსერიძე ტბელის და რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერძნის, ეფრემ მცირეს, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, ოფრეთის, კრწანისის, გორგასლის, იოსებ გრიშაშვილის და ნუგზარ შატაიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, როდენის და იაკობ ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას. ასევე, ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ეფრემ ზაქარაიას, ჟღენტის, კამალოვის, დობროლუბოვის, კოდალოს, ზედაუბნის, მაღაროს, ლოტკინის, კალიუჟინის, თიგიშვილის, მესხიშვილის, კახიანის, კურნატოვის, გულრიფშის, კაჭრეთის, ვასილ თამარაშვილის, ენისელის და მიტინგის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზესტაფონის და ხვინგიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და ილია ვეკუას ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.


close დახურვა