COVID 19-მა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოზეც. „ეი-სი-თის“ მიერ ჩატარებული კვლევა საინტერესო მიგნებებს ასახავს იმის შესახებ, თუ როგორია პანდემიის მიმდინარე სტადიის ეფექტი საქართველოს ბიზნეს სექტორზე, როგორ მართავს კრიზისს მენეჯმენტი და როგორია კერძო კომპანიების ფინანსური ზარალი. 12-13 მარტს კვლევის ფარგლებში 124 ქართული კომპანიის ხელმძღვანელის წარმომადგენელის სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა.
ყველაზე სახიფათო ტენდენცია, რომელიც კვლევამ აჩვენა, ასეთია - ირკვევა, რომ ქართული კომპანიების უმეტესობისთვის - 69%-ისთვის ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ორგანიზაციის სამუშაო პროცესი საერთოდ არ შეუცვლია და ისინი საქმიანობას იგივე რეჟიმში განაგრძობენ.
კომპანიების მხოლოდ 22%-ი უზრუნველყოფს თანამშრომლებს პირბადეებით შიდა ან გარე შეხვედრების დროს. ყოველდღიურად ოფისის სადეზინფექციო დამუშავება ხდება 44%-ის შემთხვევაში, ხოლო სველ წერტილებში საპონი ანტიბაქტერიული გელით ჩაანაცვლა გამოკითხულთა 8%-მა.
სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 6%, მიმდინარე ეტაპზე ორგანიზაცია დახურა 4-%-მა. პრევენციული ღონისძიებებიდან ონლაინ მომსახურებაზე გადასვლის რეკომენდაცია გასცა 1%-მა. ვირუსული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი ბიულეტინზე გავიდა გამოკითხული ორგანიზაციების თანამშრომელთა მხოლოდ 3 %.
ამ ფონზეც კი, როცა ბიზნეს სექტორში ადამიანური რესურსის მნიშვნელოვანი დაზოგვა არ ხდება, უკვე დრამატულია ის დარტყმა, რომელიც პანდემიამ კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებს მიაყენა – ჯამში, ორგანიზაციების ნახევარზე მეტი - 51% აცხადებს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა მეტნაკლებად ან მკვეთრად გაუარესდა.
ACT-ს გუნდმა გადაწყვიტა შეეფასებინა პანდემიის მიმდინარე სტადიის გავლენა საქართველოს ბიზნეს სექტორზე და გამოევლინა თუ როგორ მართავს კომპანიის მენეჯმენტი პანდემიის გავრცელების რისკებს მათ თანამშრომლებში, რა გავლენა იქონია არსებულმა მდგომარეობამ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე და რა ზოგადი განწყობაა ამჟამად კომპანიების შიგნით. 12-13 მარტს ჩაატარეს 124 ქართული კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენელის სატელეფონო გამოკითხვა.
კვლევიდან ირკვევა, რომ ქართული კომპანიების უმეტესობაზე - 69 %-ზე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ორგანიზაციის სამუშაო პროცესი საერთოდ არ შეუცვლია და ისინი იგივე რეჟიმში ოპერირებენ. არსებითად ან მეტნაკლებად მხოლოდ 31 პროცენტის სამუშაო პროცესი შეიცვალა. ასევე როგორც კვლევიდან ირკვევა ორგანიზაციების 73% მიმართავს ვირუსის გავრცელების რაიმე სახის პრევენციულ ზომებს. ყველაზე ხშირად (44%) ეს არის სადეზინფექციო და ჰიგიენური სახის ზომები, მათ შორის ოფისების სადიზენფექციო საშუალებებით სრული აღჭურვა და ამავე საშუალებებით სამუშაო სივრცის ყოველდღიური დამუშავება. კომპანიების მხოლოდ 22%-ს უზრუნველყოფენ თანამშრომლებს პირბადეებით შიდა ან გარე შეხვედრების დროს. პანდემიამ უკვე იქონია ნეგატიური გავლენა კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე – ორგანიზაციების ნახევარზე მეტი (51%) აცხადებს. რომ მათი ფინანსური მდგომარეობა მეტნაკლებად ან მკვეთრად გაუარესდა.