logo
ENG



AFP: ევროკომისიამ რუსეთის პატრიარქი კირილისთვის სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა

04 მაი 202212:54
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისიამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქი კირილისთვის სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას გამოცემა AFP მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანული გამოცემა Deutsche Welle კი AFP-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ევროკავშირი დამატებით 58 ადამიანს უწესებს სანქციებს, მათ შორისაა რუსეთის სამხედრო სამსახურის წევრები და ასევე კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცოლი და შვილები.

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ ისაუბრა, რომელიც ნავთობზე, ტელევიზიებსა და ბანკებზე, ასევე სამხედრო ოფიცრებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დღის ბოლოს გამოქვეყნდება.


close დახურვა