ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. მანამდე, საქართველოს შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა.
რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ მაშინ, როდესაც რეგიონში რუსეთის გავლენები მცირდება, "ოცნებამ" საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში კრემლის უკანასკნელ დასაყრდენად და სატელიტად აქცია.
დოკუმენტში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ აუცილებელია "ქართულ ოცნებასა" და საქართველოს მოსახლეობას შორის მკაფიო გამიჯვნის შენარჩუნება.
ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას ევროკავშირის მიმართ და ითხოვს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეთ. ამის პარალელურად, ალიანსი ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ქვეყანაში დემოკრატიული უკუქცევისა და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის პასუხისმგებელი პირების, ასევე ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქსელების მიმართ.
უკვე მეორედ, ალდეს, კონგრესზე პოლიტიკური პატიმრის, ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად, საქართველოს დროშიანი ცარიელი სკამი იდგა. ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს ელენე ხოშტარიას მიმართვაც ციხიდან.
