ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება (Liberal International) ქართული ოცნების მიერ მიხეილ ყაველაშვილის "გაპრეზიდენტებასთან" დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის სურვილს არ ასახავს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აღიარებას აგრძლებენ.
"ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი და შეშფოთებულნი ვართ ახალი პრეზიდენტის "არჩევით" ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, სადაც მხოლოდ "ერთპარტიული" პარლამენტი დომინირებს, რომელიც სადავო არჩევნების შემდეგ შეიკრიბა . ვინაიდან, არჩევნები არ მოიცავდა ოპოზიციას, მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველი ხალხის სურვილებს.
ჩვენ ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი მიღწევების აღიარებას, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ვგმობთ ქართული ოცნების არაკონსტიტუციური ქმედებების შედეგებსა და დემოკრატიულ უკუსვლას, რომელსაც ვხედავთ საქართველოში და მოვუწოდებთ ქვეყნებს, გაიმეორონ და გააფართოონ სანქციები, რომლებიც უკვე დააწესა შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და რომლებსაც ევროკავშირისგან ელიან იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "უცხოელი აგენტების რუსული კანონის" მიღებასა და ანტიდემოკრატიული პრაქტიკებში"- ნათქვამია განცხადებაში.
დღეს 14 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დასვა. ყაველაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
ყაველაშვილს 224-მა ხმოსამა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი.