მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ორგანიზაცია Amnesty International განცხადებას ავრცელებს:
"ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მეხუთე კვირაა, შიმშილობს, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. მას სავარაუდოდ, დაემუქრნენ, პატივი არ სცეს მის ღირსებას, პირად სივრცეს და უარი უთხრეს ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე. ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ, აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა", - წერია ორგანიზაციის ტვიტერის გვერდზე.
#Georgia: ex-President #Saakashvili (5th week of hunger strike) violently transferred to prison hospital; allegedly threatened; denied dignity, privacy & adequate healthcare. Not just selective justice but apparent political revenge.