ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous TV-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი - police.ge დაჰაკა.
ინფორმაციას ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი გათიშულია Anonymous-ის მიერ", - წერია მათ სოციალურ ქსელში.
ამ დროისთვის, ვებ-გვერდზე შესვლა შეზღუდულია.