logo
ENG



Anonymous: გვაქვს ბელარუსის იარაღის მწარმოებლის იმეილები, ის პუტინს შეჭრაში ეხმარებოდა

26 თებ 202216:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/3wklbsexo61bfzc.png
Anonymous

უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous აცხადებს, რომ მოიპოვა და გაავრცელა დაახლოებით 200 გიგაბაიტის მოცულობის ელექტრონული მეილები ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-სგან.

მათი თქმით, ეს ის კომპანიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრაში ლოჯისტიკურ დახმარებას უწევდა და მათგან აქვთ შეძენილი ის ჭურვები, რომლებიც ახლა უკრაინაში ცვივა.

Anonymous -ის ინფორმაციით გაჟონილი ფაილები ხელმისაწვდომია DDoSecrets- ვებსაიტზე.

უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო.

Anonymous საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს წარმოიშვა და აერთიანებს ჰაქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორაციულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.


close დახურვა