logo
ENG



Anonymous: კიბერთავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება

07 მარ 202218:20
3 წუთის საკითხავი
 
Anonymous: კიბერთავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება

ჰაკერული დაჯგუფება Anonymous აცხადებს, რომ კიბერთავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება. ამის შესახებ ისინი ტვიტერის გვერდზე ავრცელებენ ინფორმაციას. 

"თავდასხმები განხორციელდება ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც. ჩვენი ქველა ქმედების საჯაროდ გაზიარება არ შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა ზოგიერთს გავასაჯაროვებთ. თავდასხმები რუსეთის მთავრობის მიმართაც გაგრძელდება. ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა", - წერია Anonymous-ის ტვიტში.

განახლება: ტვიტი წაიშალა და ამ დროისთვის აღარ იძებნება.

უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო. 1-ელ მარტს Anonymous-მა რუსეთის და ბელარუსის მთავრობების და კომპანიების 1 500 ვებ-გვერდი დაბლოკა.


close დახურვა