უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე პოსტით ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.
"მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარების თაობაზე. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები თქვენ გვერდით ვდგავართ და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.
მივმართავთ საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება. ჩვენ ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და E-mail-ის pool-ებს და მათ ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა.
მივმართავთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიას: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ", - ნათქვამია მათ განცხადებაში.
Anonymous PR/#OpGeorgia
- To the protesters in Georgia, we have heard your plea for help. Take heart and take to your streets; you are not alone. Anonymous members stand with you and will help in your fight for democracy, freedom, and prosperity.
To the Georgia police:… pic.twitter.com/1kRqWfwV2q