logo
ENG



Axios: ირანმა ყატარში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

23 ივნ 202521:48
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/23/9wwiog1zsi014gx.png

გამოცემა Axios ანონიმურ ისრაელელ და არაბ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის ბაზების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

წყაროს ინფორმაციით, ირანმა სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვა კატარის, ხოლო ერთი — ერაყის მიმართულებით.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ ვაშინგტონი ინფორმირებულია კატარში, ალ-უდეიდის ბაზის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ და ვითარებას ყურადღებით აკვირდება.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩანს კატარის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ალ-უდეიდისკენ გაშვებული რაკეტების მოგერიება.


close დახურვა