logo
ENG



Axios: ტრამპი უკრაინის მიერ რუსულ სამხედრო ბაზებზე განხორციელებული იერიშით აღფრთოვანებულია

05 ივნ 202514:52
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/05/bhfx4lztmygm3gm.png

Axios აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იგი აღფრთოვანებულია გასულ შაბათ-კვირას უკრაინის მიერ რუსულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული ოპერაციით.

თუმცა, წყაროს თქმით, ტრამპი ფიქრობს, რომ აღნიშნული იერიშის შედეგად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა უფრო გართულდება.

კერძოდ, გუშინ აშშ-ის ლიდერმა დასძინა, რომ მასთან საუბრისას პუტინმა მკაცრი საპასუხო თავდასხმის პირობა დადო.

"ეს კარგი საუბარი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობას მოიტანს", - თქვა მან.

პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კიევის თავდასხმებმა ეჭვქვეშ დააყენა ცეცხლის შეწყვეტის ან ლიდერებს შორის შეხვედრის ყველანაირი შესაძლებლობა.


close დახურვა