logo
ENG



BBC: როგორც ჩანს, გახარიამ მელიას დაკავებასთან დაკავშირებული რისკები გააცნობიერა

18 თებ 202120:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/18/k9i096u48jk81ta.jpg

გახარიას გადადგომის შესახებ BBC-ის პოლიტიკური მიმომხილველი რეიჰან დიმიტრი წერს, რომ პრემიერმინისტრმა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების რისკები გააცნობიერა და ამით ქართულ ოცნებაში ხისტი პოზიციების მქონე ლიდერებს დაუპირისპირდა. 

თუმცა BBC-ის კორესპონდენტი მიიჩნევს, რომ გახარიამ გადადგომა სარისკო დროს გადაწყვიტა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და დაძაბულობის გათვალისწინებით. 

"როგორც ჩანს, გიორგი გახარიამ გააცნობიერა წამყვანი ოპოზიციური ფიგურის დაკავებასთან დაკავშირებული რისკები,.... თუმცა გადაწყვეტილება სარისკო დროს მიიღო. საქართველო გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. 

ამომრჩევლებში კი არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შედეგად ქვეყანაში პირველად კოალიციური მთავრობა იქნებოდა. ამის ნაცვლად, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის შედეგად, საქართველო რეალურად ერთპარტიული სახელმწიფოა", - წერს რეიჰან დიმიტრი. 

გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო, ოპოზიციური პარტიები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და ნიკა მელიას დაკავებას ელოდნენ. გახარიამ განაცხადა, რომ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით გადადგა. ქართულმა ოცნებამ გახარიას ნაცვლად პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 


close დახურვა