logo
ENG



BBC: აშშ ამ კვირაში აღმოსავლეთ ევროპაში 2 000 სამხედროს გაგზავნის

02 თებ 202219:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/02/pqtr2fhhcs3mch7.jpg
Getty Images

BBC-ის ინფორმაციით ამერიკა ამ კვირაში აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების გამო 2 000 სამხედროს გაგზავნის.

თეთრი სახლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 2 000 ჯარისკაცი ჩრდილო კაროლინადან პოლონეთსა და გერმანიაში გაემგზავრება. გარდა ამისა, გერმანიაში მყოფი 1 000 სამხედრო რუმინეთში გადაინაცვლებს.

პრეზიდენტმა ჯო ბადენმა დღეს ფორმალურად დაადასტურა, რომ აშშ დამატებით სამხედროებს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე განთავსებს.

სამხედრო ძალების გაგზავნით აშშ NATO-ში მოკავშირეებისა და უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

პენტაგონი სამხედროებს ევროპაში უახლოეს დღეებში გაგზავნის. ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენმა განაცხადა რომ 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი "გაძლიერებულ მზადყოფნაშია", გადაინაცვლოს უკრაინის საზღვართან.

"თუ რუსეთი უკრაინაში ყველა იქ მობილიზებული ჯარისკაცით შევა, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა იქნება. ამან შესაძლოა მსოფლიო შეცვალოს" - განაცხადა ბაიდენმა. 

ამასთან, მისი თქმით, 8 500 სამხედრო არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ NATO-ს წარმოადგენს, მათი შემდგომი ქმედებები კი დამოკიდებული იქნება იმაზე, რას გააკეთებს ან არ გააკეთებს პუტინი. როგორც ბაიდენი ამბობს, ამერიკელი ჯარისკაცები არ შევლენ უკრაინაში.


close დახურვა