დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 6 ათას რაკეტას გადასცემს. BBC-ს ინფორმაციით, NATO-სა და დიდი შვიდეულის სამიტებზე პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ასევე იტყვის, რომ 25 მილიონამდე ფუნტს გამოყოფს უკრაინელი ჯარისკაცებისა და მფრინავების ანაზღაურებისთვის.
გარდა ამისა, ხელისუფლება დამატებით თანხას გამოყოფს BBC-ს რუსული და უკრაინული სამსახურების მხარდაჭერისთვის.
"გაერთიანებული სამეფო იმუშავებს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რათა გაძლიერდეს უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა, გააძლიეროს მათი თავდაცვა, რადგან ისინი ამ ბრძოლის გარდატეხას მოახდენენ", - თქვა ჯონსონმა.