logo
ENG



BBC: ვაგნერის ჯავშანტრანსპორტის კოლონა მოსკოვის სამხრეთით შენიშნეს

24 ივნ 202316:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/gojczygl1n7mpzr.jpg

BBC-ის ცნობით, ვაგნერის ჯავშანტრანსპორტის კოლონა მოსკოვის სამხრეთით შენიშნეს. 

BBC-ის გუნდმა დაადასტურა იმ ვიდეოს ნამდვილობა, რომელშიც ჩანს როგორ მიემართება ვაგნერის ჯგუფის საბრძოლო ტრანსპორტი M4 მაგისტრალზე, რომელიც ვორონეჟს მოსკოვთან აკავშირებს. გამოცემის ცნობით, ეს გზა ლიპეცკის რეგიონზე გადის.

ლიპეცკის გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, სახლში დარჩნენ და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. 

ვორონეჟი ერთ-ერთია იმ ორი ქალაქიდან, რომელზეც ვაგნერის ჯგუფი აცხადებს, რომ სახელისუფლებო შენობებზე  კონტროლი დაამყარეს.  

 

close დახურვა